ბორის სასუქები
ბორის როლი მცენარის მინერალურ კვებაში
მცენარეებში ბორი მონაწილეობს უჯრედული სტრუქტურების შექმნაში და ქსოვილების ნორმალურ დიფერენციაციაში, რაც მათ სიმტკიცეს ანიჭებს.მისი დეფიციტის შემთხვევაში მტვერი კარგავს სიცოცხლისუნარიანობას და დამტვერვის პროცესი სრულყოფილად არ ხორციელდება. ამის ნათელი მაგალითია - სიმინდი მარცვლეული გვალვის პირობებში. ბორის ნაკლებობისას, შაქარი გროვდება ფოთლებში და უჭირს გადასვლა მოსავლის სარეალიზაციო, კომერციულ ნაწილში. დეფიციტის დამახასიათებელი ნიშნებია ზრდის წერტილების კვდომა, ფესვებში სიცარიელის წარმოქმნა, მცენარეების ძარღვთა ქსოვილების დაზიანება და რეპროდუქციული ორგანოების ფორმირების დარღვევა.სხვადასხვა კულტურები ბორის მიწოდებაზე განსხვავებულად რეაგირებენ. ორლებნიანთა კლასის მცენარეები (შაქრის ჭარხალი, მზესუმზირა, რაფსი, თითქმის ყველა ბოსტნეული და ხილი) შთანთქავს თითქმის 10-ჯერ მეტ ბორს, ვიდრე ერთლებნიანები (მარცვლეული). განსაკუთრებით ბევრი ოდენობით იგი გროვდება ხილის რბილობში.ბორის დეფიციტი მცენარეებში მეტად გამოხატულია გვალვის დროს და ნიადაგის გარემოს რეაქციის ტუტოვანი მიმართულებით ცვლილებისას.
ბორის სასუქების გამოყენება უნდა მოხდეს ნიადაგისა და მცენარეების შესაბამისი ანალიზის საფუძველზე ან პრევენციულად მგრძნობიარე კულტურებში. მწვავე დეფიციტის ვიზუალურად ხილული ნიშნების/გამოვლინებების აღმოფხვრა პრაქტიკულად შეუძლებელია.
ბორის დეფიციტის გამოვლინება
ვენახზე
კარტოფილზე