Ecoorganic Georgia-მ მონაწილეობა მიიღო მე-12 საერთაშორისო გამოფენაში „აგრო ბაღუმბი 2024“
11-12 ოქტომბერს, Ecoorganic Georgia-მ მონაწილეობა მიიღო მე-12 საერთაშორისო გამოფენაში „აგრო ბაღუმბი 2024“, რომელშიც 40-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა.
ორი დღის განმავლობაში ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი პროდუქტები და ეფექტური კვების სქემები, რომლებიც მიზნად ისახავდა კულტურების პოტენციალის მაქსიმიზაციას და მოსავლიანობის გაზრდას.
ამ ღონისძიებამ გააერთიანა სოფლის მეურნეობის განვითარებით დაინტერესებული სპეციალისტები და შექმნა შესანიშნავი პირობები ინოვაციური იდეების გაცვლისა და ახალი პარტნიორობის დასამყარებლად.
მადლობა ორგანიზატორებს და ყველა მონაწილეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის!