კომპანია ECOORGANIC თავის დაბადების დღეს აღნიშნავს!
2011 წლიდან ვმუშაობთ ინოვაციური და ეფექტური სასუქების შექმნაზე.ეს წლები სავსე იყო წარმოუდგენელი მიღწევებით, გამოწვევებითა და გაკვეთილებით. მადლობას ვუხდით ჩვენს არაჩვეულებრივ გუნდს მათი თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის, ჩვენს საიმედო პარტნიორებს მხარდაჭერისა და ნდობისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენს მომხმარებლებს ჩვენი პროდუქციის არჩევისთვის!
დღეს ჩვენ არა მხოლოდ წარსულ მიღწევებს, არამედ შესაძლებლობებსაც აღვნიშნავთ. დარწმუნებულები ვართ, რომ წინ ბევრი საინტერესო და წარმატებული წელი გველის და ჩვენ გავაგრძელებთ ზრდას, განვითარებას და ახალი სიმაღლეების დაპყრობას!
გმადლობთ, რომ ამ საინტერესო მოგზაურობაში ჩვენთან ერთად ხართ! ერთად კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ!